საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს.
მეზობელ სომხეთთან თანამშრომლობა დღეიდან ახალ ეტაპზე გადადის. თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მეზობელი ქვეყნების მომავალ ურთიერთობაზე. გეგმაშია სავაჭრო კავშირების გაძლიერება, რეგიონული პროექტები, საზღვრების დელიმიტაციის ბოლომდე მიყვანა და საბაჟო პროცედურების შესამცირებლად სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის სისტემის დანერგვა. გამოიყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს. ოფიციალურ ერევანს პროექტის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ახლა საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ელის, რომელიც გახანგრძლივდა. საინტერესო აქცენტები დღეს ამ მიმართულებითაც დაისვა.