საქართველო-სომხეთის სტრატეგიული თანამშრომლობა

საქართველოს კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს – მეზობელ სომხეთთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი მეზობელი ქვეყნების მომავალ ურთიერთობაზე. გეგმაშია სავაჭრო კავშირების გაძლიერება, რეგიონული პროექტები, საზღვრების დელიმიტაციის ბოლომდე მიყვანა და საბაჟო პროცედურების შესამცირებლად სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის სისტემის დანერგვა.

ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს.