მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან აქცია გამართეს. მათ დეპუტატს შეახსენეს, რომ მან მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, დაადანაშაულეს ნეპოტიზმსა და კორუფციაში.
აქციის მონაწილეებს შესვლა სურდათ მერაბ ქვარაიას ბიუროში, თუმცა, მათ ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებთან. „შეცვალეს“ წევრებმა კედლებზე სტიკერებიც გააკრეს.