„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, რუსთავის მერიის სოციალური მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომელი, ნინო ქვირია სამსახურიდან პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე, უკანონოდ  გაათავისუფლეს.

ის-ფე-დის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ნინო ქვირიამ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაში და ზეწოლაში რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე დაადანაშაულა. ნინო ქვირია თანამდებობიდან 16 ივლისს, რუსთავის მერის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა. ქვირია მისი გათავისუფლების მოტივის დასადგენად სამართლებრივ დავას გეგმავს. მის ინტერესებს კი სასამართლოში „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს.

რუსთავის მერიაში ქვირიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე მერიის საქმიანობაში არ ერევა.