შუალედური არჩევნები 2023 - ქუთაისში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ

არჩევნები იმართება დღეს ქუთაისშიც, სადაც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი კანდიდატი, მიხეილ გიორგაძე „ქართული ოცნებიდან“. პირველ მაჟორიტარულ ოლქში სულ 12 საარჩევნო უბანია. აქედან 11 უბანზე არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. რაც შეეხება ოლქის მეთორმეტე უბანს, ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაა.

ყველა უბანი დილიდან დროულად გაიხსნა. გამოცხადდა კომისიის ყველა წევრი, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდანაც. კომისიის წევრები ელექტრონული არჩევნებისთვის წინასწარ გადამზადდნენ. ქუთაისსა და თერჯოლაში არჩევნებს 12 ქვეყნის 30-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.

ადგილზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი ნატო ბერულავა და მიმდინარე პროცესის შესახებ ის ახლა უფრო დეტალურად ისაუბრებს.