2 აპრილის შუალედური - არჩევნები ინტერვიუ ირაკლი შატაკიშვილთან

ხვალ, რუსთავისა და გარდაბნის 12-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ. შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ოლქის მაჟორიტარი, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რეგისტრირებულმა 106 270-მა ამომრჩეველმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. დილიდან 117 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ასევე იმოქმედებს სამი სპეციალური უბანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და ერთი კოვიდ-უბანი.

როგორი პოზიციები აქვთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არჩევნებამდე 14 საათით ადრე. „მოამბის“ შეკითხვებს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა უპასუხა.