აქტივისტების სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „შეცვალეს“ და „საქართველოსთვის“ აქტივისტების ადმინისტრაციული პროცესი მიმდინარეობს. მათგან შვიდი აქტივისტი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე უკვე გამოუშვა, პროცესი კი გადაიდო. როგორც მოძრაობა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა, დაკავებისას მასზე სამართალდამცველმა ფიზიკურად იძალადა. მისი თქმით, პოლიციელმა ხელბორკილი ჩაარტყა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარება, რომელმაც მოძრაობის წევრი კლინიკაში გადაიყვანა.

მოამბე