საარჩევნო კამპანია

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის შტაბში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარლამენტის წევრმა და ზუგდიდის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ანი წითლიძემ მათ მხარდამჭერზე „ქართული ოცნებიდან“ განხორციელებულ ზეწოლაზე და დაშინებაზე ისაუბრა.

ზეწოლის ადრესატი სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით მიმართავს. სოფელ ყულიშკარის მკვიდრი რევაზ გვილია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი, მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ ქვარაიას თანდასწრებით რუსეთში ექსტრადიციით დაემუქრა. რევაზ გვილია ამბობს, რომ ასევე მუქარა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზეც. ბრალდებებს აბსურდული უწოდა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ.

 

დატოვე კომენტარი