გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. მათი განმარტებით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა, დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით.