შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა დღეს ექვსი ადამიანი გადაარჩინეს
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა დღეს ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. გამოფენილია წითელი ალმები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს:
- დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები;
- არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ;
- არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე;
- არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს;
მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.