აშშ-ში შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით, მილიონზე მეტ აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 12 შტატში გაუარესებული ამინდის რისკებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული გაფრთხილება ამოქმედდა. ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ძლიერი ქარბუქი, თოვლი და ყინვაა. ანალოგიური მდგომარეობაა კანადის რამდენიმე რაიონშიც.