ტროპიკული შტორმი იაპონიაში

იაპონიაში ტროპიკული შტორმი ლანი მძვინვარებს. შედეგად ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. აბონენტების უმეტესობა კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კიოტოში გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო. ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო დაზიანდა სხვა რეგიონებიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე დღეს მოსალოდნელია შტორმიც. სტიქიის გამო, ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოსალოდნელი მეწყრისა და წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. შეფერხებით მუშაობენ აეროპორტები. შტორმის გამო უკვე გაუქმდა 800-ზე მეტი შიდა ფრენა.