საშტორმო მდგომარეობა ფოთისა და ყულევის სანაპიროზე

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. სინოპტიკოსების ინფორმაციით, შტორმი კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

დღისით შტორმის სიძლიერე 4-5 ბალი, ღამით კი 3-4 ბალი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით ნული გრადუსი ფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემტერატურა მინუს 1, მინუს 3 გრადუსამდე დაეცემა.

11 თებერვლიდან ტემპერატურის მომატებას ვარაუდობენ, ასევე, 2-3 ბალამდე შემცირდება შტორმის სიძლიერე.

დატოვე კომენტარი