ძლიერი შტორმი ანაკლიაში

18:36, 13.04.2022

ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაინგრა გზების ნაწილი. პრობლემები შეექმნა მწვანე ნარგავებს. მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და შესაბამისი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სიტუაციას ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაეცნენ.

მსგავსი