ძლიერმა შტორმმა ანაკლიასა და განმუხურში სანაპირო ზოლის ნაწილი და საზღვაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დაინგრა გზების ნაწილი. პრობლემები შეექმნა მწვანე ნარგავებს. მდინარე ენგურმა ანაკლიაში სამი სახლიც დატბორა. შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და შესაბამისი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სიტუაციას ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლებიც გაეცნენ.