სტიქია და მეწყრული პროცესები საქართველოში

გააქტიურებული მეწყრული პროცესები, ზვავი, შტორმი, წყალდიდობები – მთელი ქვეყნის მასშტაბით სტიქიით მიყენებული ზარალი მასშტაბურია.

დაღუპულია 11 ადამიანი. განადგურებული და დაზიანებულია ათეულობით სახლი. სტიქიის ზონებიდან ევაკუირებული ასეულობით მოქალაქე გეოლოგების დასკვნას ელოდება. გზების ნაწილზე უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვები ახლაც მოქმედებს. პრობლემები რჩება ცალკეული რაიონების გაზით და ელექტრო მომარაგებაში. საერთო ჯამში ბოლო დღეებში მეწყერი 50-ზე მეტ ადგილზე ჩამოწვა. უხვი ნალექით გამოწვეულმა სტიქიურმა პროცესებმა მძიმე კვალი დატოვა აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში. სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყო.