შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უწყების ცნობით, დაფიქსირებულია 4-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე კი სამ მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება.

უწყება დამსვენებლებს მოუწოდებს,​ ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. აკრძალვა 10 სექტემბრის 10 საათამდე იმოქმედებს.