შაქარაშვილის საქმე - აღკვეთის ღონისძიება

საქალაქო სასამართლომ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თ.ხ. -ს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის საქმეზე დაკავებული, ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის მამაა. პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მხარეები სასამართლო სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.  როგორც პროცესზე დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს. წინასასამართლო სხდომა 28 ოქტომბერს დაინიშნა.