შალვა შავგულიძის ინიციატივა

პარლამენტში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საგნობრივი განსჯადობის არეალის გაფართოებაზე მსჯელობენ. ინიციატივა, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა შავგულიძეს ეკუთვნის.

შავგულიძე აცხადებს, რომ ნაფიც მსაჯულთა განსჯადობის არეალის გაფართოება, ხელს შეუწყობს სასამართლოზე პოლიტიკური გავლენების შემცირებას.  ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ამჟამად მისი  განხორციელება რეალურია.

შალვა შავგულიძე საკუთარ ინიციატივას ამ წუთებში, „ევროპული საქართველოს“  წევრებს აცნობს, შეხვედრას დამოუკიდებელი დეპუტატები – ლევან კობერიძე და ლევან გოგიჩაიშვილიც ესწრებიან.