„თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის წევრებმა დატოვეს

„თავისუფალი დემოკრატები“ პარტიიდან რამდენიმე ლიდერის წასვლის შესხებ განცხადებას აკეთებს. მათი თქმით, დანაკლისის მიუხედავად,  „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნებში  მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ და ითანამშრომლებენ დასავლურ ძალებთან. შეგახსენებთ, რომ შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან.

ამის შესახებ, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ გამოიწვია.