როგორ მიმდინარეობს არჩევნების მე-2 ტური მთაწმინდის ოლქში
12:01, 09.06.2019
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საკუთარი არჩევანი დააფიქსირა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. ის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა. საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.