მართლმსაჯულების რეფორმა

ადვოკატთა ასოციაციის ხედვა მართლმსაჯულების რეფორმაზე. რა ცვლილებები უნდა გატარდეს სასამართლო სისტემაში, – ასოციაციის ხელმძღვანელი ამ წუთებში პრეზენტაციას მართავს. ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უფრო საფუძვლიანად უნდა დამკვიდრდეს. დავით ასათიანი გახმაურებულ, პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებსაც შეეხო. ასევე, აღინიშნა, რომ კომერციულ დავებზე არაერთგვაროვანი ხედვა უნდა შეიცვალოს, სპეციალიზაცია მოხდეს და განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზეც საუბრობს და თვლის, რომ არამოსამართლე წევრებს შორის ადვოკატთა ასოციაციიდანაც უნდა იყოს დანიშნული წევრი.

მოამბე

დატოვე კომენტარი