„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები „ევროპულ საქართველოში“

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ პოლიტიკური ლიდერების გარეშე დარჩა.  შალვა შავგულიძემ,  ნინო გოგუაძემ  და სანდრო ბარამიძემ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პარტია დატოვეს. შეუთანხმებლობის მიზეზი საარჩევნო  სია გახდა.  როგორც ირკვევა, პარტიის გამგეობის წევრებმა,   ლიდერებთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიაში ადგილები ვერ გაინაწილეს. უპარტიოდ დარჩენილმა სამეულმა  გამოსავალი იპოვა  და თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოსთან “ აგრძელებს. ამბობენ,  რომ  საარჩევნო სიაში იქნებიან, მაგრამ  ბოკერია-უგულავას პარტიაში  გაწევრიანებას არ აპირებენ.  დამოუკიდებლად გეგმავენ  არჩევნებში მონაწილეობას ლიდერების გარეშე დარჩენილი „თავისუფალი დემოკრატები“.

დატოვე კომენტარი