შალვა შავგულიძემ საარჩევნო კამპანია შეაჯამა

ყველა ხმას მნიშვნელობა აქვს! წადი არჩევნებზე! – ამ სახელწოდებით გამართეს კონცერტი სულხან საბას ბაღში ზურა ჯავახიამ და ჯგუფმა „მარტივი გამოსავალი“. ღონისძიების დატვირთვა არჩევნებზე წასვლისკენ მიწოდება იყო. კონცერტზე მივიდნენ ბლოკი „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები და მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე. შავგულიძემ საარჩევნო კამპანია შეაჯამა.