ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა „სოკარის“ ოფისთან საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტა. შალვა ნათელაშვილის თქმით, მაშინ, როცა მსოფლიოში საწვავზე ფასების შემცირება ფიქსირდება, საქართველოში ბენზინი და დიზელის ფასი ბოლო სამი თვის განმავლობაში 12-13 პროცენტით გაძვირდა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ფაქტს მონოპოლიის არსებობას უკავშირებს და ამაში დამნაშავედ კომპანია „სოკარს“ მიიჩნევს. მისივე თქმით, იგი მიმართავს ევროპის კავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, „სოკარის“ ხელმძღვანელობის მიმართ სანქციები დააწესონ.