შინდისის გმირთა მემორიალი, რომელიც ორი დღის წინ დააზიანეს, შალვა ნათელაშვილმა დაათვალიერა. შრომის პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლებას მოუწოდა, მემორიალს საპატიო ყარაული მიუჩინონ.
შეგახსნებთ, გმირთა მემორიალის დაზიანებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ამხილა.
გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აღსადგენი სამუშაოები უკვე დაიწყო.