აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარს, სადაც ფილიპ რიკერი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის ულოცავს, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება: „აი, სწორედ ეს ბატონი გვარწმუნებდა ოპოზიციას, რომ შევსულიყავით პარლამენტში“, – წერს „ლეიბორისტების“ ლიდერი.
ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერად დამტკიცება გუშინ მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.