შალვა ნათელაშვილის გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარს, სადაც ფილიპ რიკერი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნის ულოცავს, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება:  „აი, სწორედ ეს ბატონი გვარწმუნებდა ოპოზიციას, რომ შევსულიყავით პარლამენტში“, – წერს „ლეიბორისტების“ ლიდერი.

ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერად დამტკიცება  გუშინ მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.