ირაკლი ღარიბაშვილი ფილიპ რიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს შეხვდა. ფილიპ რიკერს ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო ვახშმის ფორმატში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. განიხილეს რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება და საქართველოს მედიატორული როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. შეხვედრას აშშ-ის ელჩი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.