პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დღეს შიდა ქართლში, სოფელ საქაშეთში ჩავიდა და იმ ადგილობრივებს შეხვდა, რომელთაც ბაღებში ვაშლი უფუჭდებათ. ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლება ირიბად ეუბნება ადგილობრივებს, რომ გაჩეხონ ვაშლის ბაღები და დათესონ მარიხუანა.