„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ქართველთა მიმართ მიზანმიმართული გენოციდის შემთხვევების მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოსახვედრად, საზოგადოებრივ კომიტეტს ქმნის.
შალვა ნათელაშვილის თქმით, კომიტეტი დიპლომატებისგან, ისტორიკოსებისგან და პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტდება, რომლებიც ქართველებისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, პეტიციას შეადგენენ.
პარტიის ლიდერის განცხადებით, ტერიტორიების ოკუპირების შესაჩერებლად სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.