შალვა ნათელაშვილი ეგზიტპოლებს უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, იგეგმება არჩევნების გაყალბება და არცერთმა მოქალაქემ გამოკითხვებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე მომზადებული აქვთ ეგზიტპოლების შედეგები, რომელსაც 28 ოქტომბერს 20:00-ზე გამოაცხადებენ.