შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის მთავრობას პროტესტს უცხადებს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის მთავრობას პროტესტს უცხადებს. ამის მიზეზი, პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, საინგილოში, სამი სოფლის სკოლაში ქართული სექტორების დახურვაა. ნათელაშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პრობლემის მოგვარების პირობას იძლევა. მანამდე კი, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს საპროტესტო ნოტას გადასცემს.