სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენენ
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენენ, სადაც ადვოკატები ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, თუ რის საფუძველზე მიიჩნევენ უდანაშაულოდ ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს. საქმეზე კი ბრალდებულები არიან თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილი.