მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. საუბარია არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდზე, 2009 წელს დაკავებული ბელა როგავას საქმესთან დაკავშირებით.

15 წლის შემდეგ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა, მეგის ქარდავას სასამართლო დარბაზში შეხვდა. დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. წამების საქმის ოქროს მოწმის დარბაზში გამოჩენა ქარდავასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.