მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი

მეგის ქარდავას საქმის განხილვა გრძელდება. საუბარია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მხრიდან, უკვე ყოფილ პატიმარ ბელა როგავას მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე. პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ დისტანციურად მოხდეს პროცესზე ბელა როგავას დაკითხვა, რადგან დაზარალებული საზღვარგარეთ იმყოფება სამუშაოდ და ის საქართველოში გარკვეული პერიოდი დაბრუნებას არ აპირებს.

ბელა როგავამ 2022 წლის 20 ივნისს დატოვა ქვეყანა. მეგის ქარდავას ადვოკატი კი არ გამორიცხავს მის საქართველოში ყოფნის ფაქტს. სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რასაც მეგის ქარდავას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. პროცესი 14 ივლისამდე გადაიდო. მიზეზად მტკიცებულებების გასაცნობად დამატებითი დრო დასახელდა.