წამების საქმე - მოწმის ჩვენება მეგის ქარდავას წინააღმდეგ

წლების განმავლობაში სასამართლო პროცესებში დისტანციურად მონაწილე ოქროს მოწმე, დღეს ჩვენების მისაცემად სასამართლოში პირველად მივიდა.

ბელა როგავა, რომლის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას მეგის ქარდავას ედავებიან, საქართველოში სპეციალურად მსჯავრდებულის წინაღმდეგ ჩვენების მისაცემად დაბრუნდა. მოწმემ დეტალურად გაიხსენა მისი წამების შემზარავი ეპიზოდები და მეგის ქარდავას რამდენჯერმე მიმართა, დანაშაული ეღიარებინა. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს როგავას წამების საქმეზე პირველ ინსტანციის გადაწყვეტილებით თითქმის ოთხი წელი აქვს მისჯილი. თუმცა, მეგის ქარდავა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და საქმეს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.