რუსეთის მუქარისშემცველ მორიგ გზავნილებს საქართველოში ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს გეგმებში ცვლილებებს ვერ შეიტანს. მის აგრესიულ ქმედებებს კი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება შეაჩერებს.
შეგახსენებთ, ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე, დასავლეთის მხარდამჭერი განცხადებების ფონზე, მოსკოვის ტონი კიდევ უფრო მკაცრი იყო და მოსკოვმა დასავლეთს მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილა.