ხატია დეკანოიძემ შსს-ს მიმართა

როდის და საიდან გადმოკვეთეს ლავროვის ოჯახის წევრებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ხატია დეკანოიძემ ამ სადეპუტატო კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, უწყება პასუხის გაცემას თავს არიდებს, ეს კი იმ ფონზე, რომ სამინისტროსგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება პარლამენტის წევრის უფლებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში საპასუხოდ აცხადებენ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არის პერსონალური და მისი გაცემის უფლება უწყებას მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აქვს. მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს იმასაც, რომ დეპუტატს წერილი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია რომ ხატია დეკანოიძემ ინფორმაციის მიღებისთვის ლეგიტიმური მიზეზი უნდა წარადგინოს.