ლავროვის განცხადება - შეფასებები თბილისში

პოლიტიკური სპექტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ლავროვის განცხადება, საქართველო იმ პოლიტიკას ატარებს, რაც საზოგადოებას და სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ პუტინის დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლის მადლობა მართველი გუნდის მისამართით არის „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკის პირდაპირი დადასტურება. შეგახსენებთ, ლავროვის განცხადებით, „საქართველოს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“.