ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მინისტერიალზე

სკოპიე საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. ჩრდილოეთ მაკედონია ეუთო-ს მინისტერიალს მასპინძლობს.

ადგილზე იმყოფება სერგეი ლავროვი, რომელიც ევროპელი ლიდერების მწვავე გზავნილებს ისმენს. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის ომია. რუსეთის პირველ დიპლომატს ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირდაპირ უთხრეს, რომ მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე კომპრომისებზე არ წავლენ. გამოსვლების დროს რამდენჯერმე ახსენეს საქართველო და მოლდოვაც. მინისტერიალის მონაწილეები თანხმდებიან, რომ რეგიონში რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხე რეალურია. ამ კონტექსტში საინტერესო იყო აქცენტები, რომლებიც საქართველოს, როგორც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყანაზე გაკეთდა. საკმაოდ მწვავე იყო თავად ლავროვის ტონიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს განადგურების პირას მყოფი ორგანიზაცია უწოდა, სიტყვით მიმართვის დროს რუსეთის პირველმა დიპლომატმა ისაუბრა საქართველოზეც. სერგეი ლავროვის დასწრების გამო ეუთო-ს მინისტერიალი არასრული შემადგენლობით მიმდინარეობს – ბოიკოტი გამოაცხადეს უკრაინამ, პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.

„მოამბე“ ჩრდილოეთ მაკედონიიდან, – ანა ბროლაძე აშუქებს მინისტერიალს.