გამოხმაურება დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე

„კომიკური პერსონაჟი რომლის განცხადებებზეც არ ღირს ყურადღების გამახვილება და მიზანმიმართული პროპაგანდა დესტაბილიზაციის გამოსაწვევად“, – ასე ეხმაურებიან პოლიტიკოსები რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომელმაც „რაშა თუდეისთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.

სალომე ზურაბიშვილი კი, მედვედევის თქმით, ფრანგია, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ გამოდის.