მედვედევის მუქარა - გამოხმაურება თბილისში

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. „დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ აუცილებელი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა და უსაფრთხოების გარანტია მივიღეთ. მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად იძაბება. როგორც ჩანს, სურთ, რომ, უკრაინის ფლანგთან ერთად, ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას. ისევ მიდის საუბარი ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ. მედვედევის თქმით საქართველოში, თითქოს დაკვეთით, „რუსოფობიური აფეთქებები“ დაიწყო. „ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ პრობლემებს მოლაპარაკებების მაგიდასთან გაერო-ს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური საფრთხე დაემუქრება, ჩვენ არ მოგვერიდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს“.

მედვედევის მუქარას გამოეხმაურნენ თბილისში.