სემინარი ევროპული ინტეგრაციის ესტონურ გამოცდილებაზე

ესტონეთის დელეგაცია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

რატომ ევროკავშირი – ესტონური გამოცდილება, – ასე ჰქვია სემინარს, რომელიც ამ წუთებში ევროპარლამენტარ ჰანეს ჰანსოს ინიციატივით იმართება. სემინარზე საუბარი იქნება ევროპული ინტეგრაციის ესტონურ გამოცდილებაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე.

მონაწილეების მხრიდან ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საზოგადოების მოლოდინების მართვა, ევროპული რეგულაციების შემოღების შედეგები, ევროინტეგრაციის გავლენა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, მეწარმეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე.