სასაზღვრო დავა ესტონეთსა და რუსეთს შორის

ტექნიკური სამუშაოები თუ მიზანმიმართული პროვოკაცია – ესტონეთი რუსეთს საზღვრის უკანონოდ კვეთაში ადანაშაულებს. საქმე ეხება მდინარე ნარვაზე მომხდარ სასაზღვრო ინციდენტს. ესტონური მხარის მიერ საზღვრის აღსანიშნავად დამონტაჟებული ტივტივები რუსმა მესაზღვრეებმა წყლიდან ამოიღეს. ოფიციალური ტალინი მომხდარს საზღვაო საზღვრების შეცვლის მუქარად მიიჩნევს და მოსკოვისგან განმარტებებს მოითხოვს. ტივტივების ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს რუსეთს ევროკავშირი. საერთაშორისო საზოგადოება რუსეთთან გაზრდილ საფრთხეებზე მიუთითებს. ამ კონტექსტში განიხილება რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ახალი აქტი, რომელიც მალევე წაიშალა.