ესტონეთის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოს

ესტონეთის მთავრობამ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება გადასცა. პროცესს ესტონეთის ელჩი პირადად დაესწრო. ტვირთის გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროს დროებით სასაწყობე ტერიტორიაზე მოხდა. დიპლომატმა  საწყობის ტერიტორია დაათვალიერა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მომარაგებული.