ესტონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ესტონეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 405 საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცესი ესტონეთში ჯერ კიდევ 27 თებერვალს დაიწყო. თავდაპირველად ამომრჩევლებს ხმის მიცემა ელექტრონულად შეეძლოთ. ამასთან, დღეს მათ აქვთ უფლება, შეცვალონ ეს არჩევანი და ხმა უბანზე მისცენ. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ცხრა პარტია და ათი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს, ჯამში, 968 კანდიდატია. სოციოლოგიური გამოკითხვებით, ლიდერობს „რეფორმების პარტია“, რომლის თავმჯდომარე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასია. ევროსკეპტიკოს მემარცხენეებს კი მოქალაქეთა 20 პროცენტი უჭერს მხარს.