საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემები თბილისში - რა გეგმა აქვს მერიას

დედაქალაქის მერია თბილისში მგზავრთა გადაყვანის სექტორში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, პოლიტიკის გადახედვას გეგმავს.

მუნიციპალური ავტობუსების შემდეგ, საქმე ყვითელ მიკროავტობუსებს ეხება. მოქალაქეები ტრანსპორტის გადატვირთულობას უჩივიან და აცხადებენ, რომ ხშირად უწევთ ფეხზე დგომა.

სატრანსპორტო კომპანიაში ტექნიკური მახასიათებლებით აპელირებენ, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსით შესაძლებელია ფეხზე მდგომი ხუთი მგზავრის გადაყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაციები უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე და არსებული რეგულაციების ეფექტური აღსრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მანანა გიგინეიშვილი თემის დეტალებით.