საზეიმო ღვთისმსახურება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში
ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში საზეიმო ღვთისმსახურება ზუსტად ღამის 12 საათზე დაიწყო. ამ დროს კათედრალი ჩაბნელდა და კარიდან სანთელი, როგორც შობის დადგომისა და სინათლის შემოსვლის სიმბოლო შეიტანეს. ლიტურგიის დროს წაიკითხავენ ანგელოზების საგალობელს სხვადასხვა ენაზე. ნათლის შემოსვლის ქორეოგრაფიულ ვერსიას კი ეკლესიის ქორეოგრაფიული დასი წარმოადგენს.
თამუნა ჯალაღონიას ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიიდან.