შობის დღესასწაული

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

კათოლიკურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების და ისრაელ-ჰამასის ომის ფონზე რომის პაპის სადღესასწაულო მესა ძირითადად მშვიდობას და ომების დასრულებას დაეთმო. ანალოგიური გზავნილები იყო ქადაგებაშიც. სწორედ 7 ოქტომბრის თავდასხმის და ღაზის სექტორში არსებული უმძიმესი სიტუაციის გამო მაცხოვრის შობა მასშტაბური ღონისძიებებით არ აღუნიშნავთ ბეთლემში – მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქში, სადაც, სახარების მიხედვით, იესო ქრისტე დაიბადა. საბრძოლო მოქმედებების დასრულების, ჰუმანიტარული კრიზისების მოგვარების და მშვიდობის დამყარების გზავნილებით იყო სავსე იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქის და მსოფლიო ლიდერების საშობაო მიმართვები.